ქობულეთის სოფლებში, სადაც მკაცრი კარანტინია, “მოძრავი ბაზრები” ამოქმედდა
ქობულეთის 4 ადმინისტრაციულ ერთეულში: გვარა, მუხაესტატე, წყავროკა და ლეღვა – სადაც მკაცრი კარანტინის რეჟიმია გამოცხადებული, ე.წ მოძრავი ბაზრები ამოქმედდა.
მოძრავი ბაზრები დღის განმავლობაში ადმინისტრაციული ერთეულის რამდენიმე სოფელში განთავსდება. მოსახლეობას სხვადასხვა სახის ბოსტნეულისა და პროდუქციის შეძენა ადგილზე, საბაზრო ფასებში შეეძლება.
ყოველდღიურად დისტრიბუციის მანქანები, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სოფლებში სხვადასხვა პროდუქციას გაყიდიან. სურსათის რეალიზაციის კონტროლს, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათი ეროვნული სააგენტო გაუწევს.