ლაგოდეხში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქუჩები ირეცხება. მორეცხვის სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად „ ლაგოდეხ სერვის” ცენტრის თანამშრომლები ახორციელებენ.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო. როგორც ჯონდო მდივნიშვილი აღნიშნავს, ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება და ის მთლიან მუნიციპალიტეტს მოიცავს.

„მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვაგრძელებთ თერმოსკრინინგს, ასევე, ვატარებთ სადეზინფექციო სამუშაოებს, ქუჩები შესაბამისი ხსნარებით მუშავდება, გზის სავალ ნაწილთან ერთად ტროტუარებიც მუშავდება, ეს არის პრევენციული ღონისძიებები კორონავირუსის წინააღმდეგ. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო – დარჩით სახლში და გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები