ბოლნისში 7 პაციენტის ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

ბოლნისის კლინიკაში შვიდი პაციენტის ტესტის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, მაკა მამარდაშვილმა განუცხადა.

“გუშინ გავგზავნეთ 7 პაციენტის კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხებს უახლოეს პერიოდში ველოდებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია – 69, გარდაიცვალა – 3, კარანტინის რეჟიმში  5034 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 463 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები