ანდრია ჯაღმაიძე კორონავირუსით ინფიცირებულ მღვდელზე: ხარებას იმსახურა, საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ვერის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახურმა, გიორგი პაპავამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თავი შეუძლოდ ხარების დღესასწაულზე იგრძნო.

როგორც ჯაღმაიძე აცხადებს, სასულიერო პირს დღესასწაულის მეორე დღესაც ჰქონდა მსახურება, თუმცა „ტაძარში, ფაქტობრივად, არავინ იყო“.

„ბოლოს მამა გიორგიმ იმსახურა ხარების დღესასწაულზე ტაძარში.
როგორც მან განაცხადა, ყველა იმ წესის დაცვით, რაც დისტანციასთან არის დაკავშირებული. მსახურების შემდეგ, საღამოს იგრძნო თავი შეუძლოდ და ამის მერე მიმართა ექიმებს და მას დაუდგინდა ვირუსი.
მეორე დღეს მას ჰქონდა მსახურება, თუმცა ტაძარში არავინ იყო ფაქტიურად იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გავაფრთხილეთ: ვინც რისკჯგუფებშია, ვისაც სახლში ჰყავს ისეთი ადამიანი, ვინც რისკჯგუფს განეკუთვნება, ჩვენ ეს ხალხი გავაფრთხილეთ, ასევე, ასაკოვანი ადამიანები, რომ მათ თავი შეიკავონ ეკლესიაში სიარულისგან. ამის გამო, მეორე დღეს არ იყო ხალხი, ფაქტობრივად, არავინ  იყო, მარტომ ვიმსახურეო”, – აცხადებს ჯაღმაიძე.
მისივე თქმით, ეკლესიის დანარჩენი მოძღვრები თვითიზოლაციაში არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები