მეუფე დავითი: ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო მრევლს ავუკრძალოთ მოსვლა, არ იქნება მართალი
“ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევისამებრ ის სიფრთხილე, რაც ვთქვათ თითოეულ ავადმყოფს ევალება. თუ გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ტაძარში ან სამსახურში”, – ამის შესახებ ალავერდის მიტროპოლიტმა, მეუფე დავით მახარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი სასულიერო პირისთვის კორონავირუსის დადასტურება არ ნიშნავს, რომ მრევლს ტაძარში მისვლა აეკრძალოს.
“ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევისამებრ ის სიფრთხილე, რაც თითოეულ ავადმყოფს ევალება. თუ გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ტაძარში ან სამსახურში. ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მე არ ვიცი, რა შეზღუდვა შეიძლება, მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს. ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო მრევლს ავუკრძალოთ მოსვლა, არ იქნება მართალი”, – განაცხადა მეუფე დავითმა.