საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

ამ დროისთვის, საპატრიარქოში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ სასულიერო პირს, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, კორონავირუსი აქვს დადასტურებული, გამოვლენილია მშრალი ხველა და მაღალი ტემპერატურა. მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებულნი არიან სასულიერო პირის ოჯახის წევრებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები