თბილისში კორონავირუსით სასულიერო პირი დაინფიცირდა
თბილისში კორონავირუსით სასულიერო პირი დაინფიცირდა. “კურიერის” ინფორმაციით, COVID-19-ზე დადებითი პასუხი გუშინ, დღის ბოლოს გახდა ცნობილი. გავრცელებული ცნობით, სწორედ მას უკავშირდება თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თანამშრომელთა ინფიცირებაც.
“კურიერის” წყაროს თქმით, სასულიერო პირის დაინფიცირება ტაძარში მოხდა – იქ, სადაც მსახურობდა. მას კორონავირუსი მრევლისგან გადაედო.
ტაძარი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს. გარდა ამისა, “კურიერის” ინფორმაციით, ყველა კონტაქტი ამ დროისთვის შესწავლილია.
როგორც “კურიერისთვის” გახდა ცნობილი, სასულიერო პირმა დაინფიცირების შემდეგ მოინახულა მისი და და ოჯახის წევრები. მისი და კლინიკა “თიმის” თანამშრომელია, რომელმაც დააინფიცირა საკუთარი 4 თანამშრომელი, საკუთარი შვილი და დედამთილი.
“კურიერს” სანდო წყარო უყვება, რომ სასულიერო პირი ხარების დღესასწაულის შემდეგ ტაძარში არ იმყოფებოდა. ტაძარში დღეს დაგეგმილი რიტუალები არ ჩატარდება.
წყარო: rustavi2.ge