WHO: პირბადის ტარება ჩვენი ცხოვრების ახალ ნორმად იქცევა
“კორონავირუსის პანდემიის პირობებში, სამედიცინო ნიღბის ტარება უახლოეს დროში შესაძლოა, ნორმად იქცეს”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დევიდ ნაბარომ.
“დარწმუნებული ვარ, ადამიანის დაცვის რომელიმე ფორმა ნორმად იქცევა არამხოლოდ ადამიანების დასამშვიდებლად. მაგრამ უნდა დავამატო, რომ არ იფიქროთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ აკეთოთ, თუ პირბადე გიკეთიათ”, – თქვა ნაბარომ.
მისი განმარტებით, სახის დაცვა საჭირო იქნება, რადგან ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ვაქცინის გამოყენება და გამოუმუშავდებათ თუ არა იმუნიტეტი იმ ადამიანებს, რომლებმაც ვირუსი უკვე დაამარცხეს.
“ეს ვირუსი არ გაქრება. არ ვიცით, ექნებათ თუ არა იმუნიტეტი მათ, ვინც დაავადება უკვე დაამარცხა, არც ის ვიცით, როდის გვექნება ვაქცინა”, – დასძინა ნაბარომ.
მსოფლიოში კორონავირუსით 1 850 807 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 114 251 ათასი პაციენტი, 430 500-მა პირმა დაავადება დაამარცხა.