ჩიხელიძე ოპოზიციას: თქვენ რა გააკეთეთ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, გარდა იმისა, რომ მუდამ ხელს უშლით სახელმწიფოს

„ოპოზიცია კვლავ აგრძელებს ფუჭ რიტორიკას, რომლის მიზანი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ხელისუფლებისთვის ხელის შეშლაა”, – ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი აზრით, ოპოზიცია „ჭირვეულ ბავშვს” ჰგავს.

„მას შემდეგ, რაც ივანიშვილების ოჯახმა ეპიდემიის წინაღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში 100 მილიონი გადარიცხა, ოპოზიცია აგონიაში ჩავარდა, გაჩუმდა. ისინი (ოპოზიცია) ჭირვეულ ბავშვს მახსენებენ, რომელიც თუ ჩუმადაა ან რამეს აფუჭებს ან ფიქრობს, რა გააფუჭოს. გავიდა ერთი დღე და „ჭირვეულმა ბავშვებმა” ხმაური დაიწყეს, არსებობს ასეთი ფრაზა, „ჯობს ჩუმად იყო და ხალხს სულელი ეგონო, ვიდრე ხმა ამოიღო და გააქარწყლო ყველა ეჭვი”. გილოცავთ „ძვირფასო” ოპოზიცია, თქვენ ხმა ამოიღეთ და ყველა ეჭვი გააქარწყლეთ, მხოლოდ სულელს თუ მოუვა თავში აზრად, რომ თეთრს შავი დაარქვას, სიკეთეს კი ბოროტება უწოდოს.

მუდამ სხვის ჯიბეში როგორ იყურებით? ხელისუფლებაში იყავით და სხვის ჯიბეს უყურებდით, სხვის ჯიბეში ძვრებოდით, ატერორებდით და ანადგურებდით ადამიანს. ახლა, საბედნიეროდ, ტერორის შესაძლებლობა არ გაქვთ, მაგრამ მავნე ჩვევა ვერ დაივიწყეთ და კვლავ სხვის ჯიბეს უყურებთ. დაფიქრდით და გვიპასუხეთ, თქვენ რა გააკეთეთ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის? გარდა იმისა, რომ მუდამ ხელს უშლით სახელმწიფოს, იქნება ეს შიდა თუ საერთაშორისო სარბიელზე. გვაქვს მოცემულობა, როდესაც მსოფლიო საქართველოს შესახებ აღმატებულ ხარისხში საუბრობს (იქნება ეს ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მეცნიერი თუ სხვა) ერთხმად აღიარებენ, რომ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილების გაზიარება. ამ დროს რას აკეთებს ოპოზიცია? კვლავ აგრძელებს ფუჭ რიტორიკას, რომლის მიზანი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ხელისუფლებისთვის ხელის შეშლაა”, – აცხადებს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები