დავით ზალკალიანი: საქართველო და დიდი ბრიტანეთი ერთად მოვუგებთ ომს პანდემიას
კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად, თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.
ზალკალიანის თქმით, ეს არის სოლიდარობის გამოხატულება იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის.
„ჩვენ ერთად და ერთიანი ვიქნებით, ჩვენ მოვუგებთ ომს ამ პანდემიას“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე.