„ყველანაირი ბიოლოგიური პრობლემა დაძლევადია, ყველა ვირუსი განკურნებადია, ყველანაირი მავნებლობა დასჯადია, განსაკუთრებით “პოლიტიკური მარადიორობა”, – ამის შესახებ ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
“გილოცავთ”, გარკვეულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა დაიწყეს “პოლიტიკური მარადიორობა”. რა თქმა უნდა, ავანგარდში მიშას ” კლასტერი” დგას და ცხოველური ჟინით ცდილობს ნაც-მოძრაობის, ისედაც ნულოვანი რეიტინგისკენ დაშვებული რეპუტაციის გადარჩენას. ამ ყველაფერს ორი მთავარი მიზეზი აქვს. პირველი – მთავრობის სწორი ” კრიზის მენეჯმენტი” და ვირუსის კონტროლი, რამაც გამოკვეთა კონტურები, რომ საქართველო პანდემიიდან ყველაზე ნაკლები დანაკარგით გამოვა. მეორე – საერთაშორისო აღიარება, მაღალი შეფასება და გლობალურ პროცესებში საქართველოს მთავრობის როლის ხაზგასმა.
P.S. ყველანაირი ბიოლოგიური პრობლემა დაძლევადია, ყველა ვირუსი განკურნებადია, ყველანაირი მავნებლობა დასჯადია, განსაკუთრებით “პოლიტიკური მარადიორობა”, სამართალს ხალხი აღასრულებს, დაელოდეთ შემოდგომას“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.