ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში თვითიზოლაციაში 16 , ხოლო კარანტინში 2 პირია გადაყვანილი. მიზეზი მათთან სტუმრად მყოფი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.
დაინფიცირებული მამაკაცი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.მისი დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.
“ბაღდათის მუნიციპალიტეტში არის კავშირები ქუთაისის შემთხვევასთან,ყველა მათგანი გამოვლენილია და ყველა ადამიანი, ვინც საჭიროა თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი”,- აღნიშნა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში, ამ დროის მონაცემებით, Covid-19-ის დიაგნოზით 17 ადამიანი მკურნალობს, მათგან ერთი გამოჯანმრთელებული კი კლინიკას მალე დატოვებს.