წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 550-მდე ხანდაზმულ და მარტოხელა მოქალაქეს 50 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი დაურიგდა
წალენჯიხის მერია, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად, მძიმე სოციალური პირობების მქონე 550-მდე ხანდაზმულ და მარტოხელა მოქალაქეს 50 ლარიანი სასურსათო ვაუჩერი დაურიგდა.
ადგილობრივებს ვაუჩერი მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა გადასცეს. ასევე, გრძელდება მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების გაწევა. ამავდროულად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ორი უფასო სოციალური სასადილო სრული დატვირთვით მუშაობს, რომლის ბენეფიციარებსაც დღიურ ულუფას მოხალისეები საცხოვრებელ სახლებში აწვდიან.