ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება 7-მა პრეტენდენტმა წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წარმოდგენილი წინადადებების შერჩევა-შეფასება მოხდება.
ახალი ტენდერი 2 ნაწილად გამოცხადდა. პროექტის დიდი ნაწილი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, ხოლო 5 კმ-იან მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. ბიუჯეტიდან დაფინანსებულ მონაკვეთზე სატენდერო წინადადებები 11 მაისს გაიხსნება.
პროექტის ფარგლებში, ჯამში რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.
ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.
პროექტი განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები