ლევან რატიანმა ჟურნალისტებს ქართული წარმოების პირბადეები გადასცა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოში წარმოებული პირბადეები გადასცა.

„ნაწარმოებია საქართველოში, ძალიან მაგარი პირბადეებია. გამოვიყენეთ, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გასცა რეკომენდაცია და თქვენც გირჩევთ, გამოიყენოთ ეს პირბადეები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეები უკვე ორი დღეა, სააფთიაქო ქსელებში იყიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები