ადიგენში კორონავირუსთნ დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები გრძელდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
დაბა ადიგენისა და დაბა აბასთუმნის ცენტრალური ქუჩები, საფეხმავლო ტროტუარები, ფილტვის ცენტრის, მაღაზიების, სააფთიაქო ქსელებისა და ბენზინ გასამართი სადგურების მიმდებარე ტერიტორიები სპეციალური ხსნარებით დამუშავდა და მოირეცხა.
სამუშაოები სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადიგენი მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი კოორდინაციით ტარდება. ქუჩების მორეცხვისა და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი – ზაქარია ენდელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. პრევენციული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა ერთობლივად განახორციელეს.