შიდა ქართლის რეგიონის ქალაქებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

შიდა ქართლის რეგიონის ქალაქებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მერიის კეთილმოწყობის სამსახურები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქების: გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორციელებენ.

სპეციალური პრეპარატით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, დეზინფექცია უტარდება ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები