მარნეულში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა. ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა. დარგალის განცხადებით, ამ ეტაპზე, ინფიცირებულის კონტაქტების მოძიება მიმდინაროებს.

მერმა თერმოსკრინინგის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკრინინგის მეორე ეტაპზე 20 000-მდე მოსახლე შემოწმდა.
„დავიწყეთ თერმოსკინინგის მეორე ეტაპი. უკვე 20 000-მდე ადამიანი შემოწმდა და არცერთ მათგანს არ დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა და სხვა სიმპტომები.
რაც შეეხება მოსახლეობის დახმარების კომპონენტს – ჩვენი მხრიდან უკვე 7000 ადამიანმა მიიღო დახმარება”, – განაცხადა ზაურ  დარგალმა.
შეგახსენებთ, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 23 აპრილს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.

StopCov- ზე განთავსებული უახლესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  230 დადასტურებული შემთხვევაა.  მათ შორის გამოჯანმრთელებული – 54, მათ შორის გარდაცვლილი- 3. კარანტინის რეჟიმში 4908 ადამიანი ხოლო  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 429 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები