სურსათის დარიგების აქციაში ბოლნისის კულტურის ცენტრის თანამშრომლები ჩაერთნენ
ბოლნისის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით სასურსათო პაკეტები შეიძინეს და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 10 შეჭირვებულ ოჯახს გადასცეს.
“სურსათის დარიგების აქციაში უკვე არაერთი მოქალაქე ჩაერთო. ამჯერად, ბოლნისის კულტურის სახლის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით 10 შეჭირვებულ ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცეს. მინდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ამ თანადგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. თითოეული ჩვენგანის აქტიურობა საკარანტინო მდგომარეობის დროს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.