ეკატერინე ტიკარაძე: ჟურნალისტები სოციალური დისტანცირების წესს იცავენ და ისინი აგრესიული ტესტირების ჯგუფის ჩამონათვალში არ შედიან

“ჟურნალისტები სოციალური დისტანცირების წესს იცავენ და, შესაბამისად, ამ დროისთვის ისინი აგრესიული ტესტირების სამიზნე ჯგუფის ჩამონათვალში არ შედიან”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ჯარსა და პოლიციას – მინისტრის განცხადებით, თერმოსკრინინგი, ასევე, დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს და,  საჭიროების შემთხვევაში, მათი სკრინინგი და ტესტირება გაგრძელდება.

„ჟურნალისტების თემით დავიწყებ. ამ ეტაპზე, ჟურნალისტებთან სოციალური დისტანცირება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ისინი ამ ეტაპისთვის ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ამ შემთხვევებსაც განვიხილავთ.

რაც შეეხება ჯარსა და პოლიციას – ჯარსა და პოლიციაში ტესტირება  როგორც თერმოსკრინინგი, ასევე, დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს. ისევე, როგორც ექიმებში, ასევე ჯარსა და პოლიციაში საჭიროების შემთხვევაში მათი სკრინინგი და ტესტირება გაგრძელდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები