კახეთში 18 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს – კორონავირუსზე ყველა უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 18 პაციენტის ტესტი კოვიდ 19 – ზე უარყოფითია. ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა დაადასტურა.
ხიზანიშვილის ინფორმაციით,  ასევე, თვითიზოლაციაში მყოფი პირთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და 3 მოქალაქე რჩება. რაც შეეხება საკარანტინე ზონებს – 11 ლოკაციაზე, ამ დროისთვის, 416 მოქალაქეა განათავსებული.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებზე სინჯების აღება როგორც “ცხელების ცენტრებიდან”, ისე საკარანტინე ზონებიდან ხდება.
კახეთის რეგიონში ოთხი „ცხელების ცენტრი“ მოქმედებს, სადაც, ჯამურად, 77 პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები