ხაშურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები მუშაობდნენ.
სპეციალური პრეპარატით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, დეზინფექცია უტარდებოდა ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გურასპაშვილისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების რეკომენდაციითა და შეთანხმებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები