ონის მერიაში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებზე მომუშავე ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ამ დროისთვის არსებული ვითარება განიხილეს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, შესაბამისად, რეგიონში  საგანგებო მდგომარეობისას დადგენილი წესების კონტროლი და შესაბამისი სანქციები მაქსიმალურად მკაცრდება.
შეხვედრაზე, ასევე, ონის მუნიციპალიტეტში “ცხელების ცენტრის”, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ჯანდაცვის ა(ა)იპ ორგანიზაციის სამუშაო პროცესი და ამ დროისთვის არსებული პრობლემები განიხილეს.
ხაზი გაესვა სამედიცინო სფეროს, მოსახლეობისა და მერიის შეთანხმებული, კოორდინებული მოქმედების მნიშვნელობას.
შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები