აჭარაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქობულეთის კლასტერიდან კონტაქტში მყოფ 6 პირს კორონავირუსლი დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერიდან დღეს 40 პირია მოძიებული. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა როგორც ქობულეთის რამდენიმე სოფელში, ასევე, ქალაქის ტერიტორიაზეც. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ Covid-19-ის შემთხვევების მატება იქნება.

,,გუშინ დედა-შვილი დაგვემატა საკარანტინე სივრციდან, თუმცა ისინი გადაყვანილი იქნებიან თბილისის კლინიკაში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. დღევანდელ მონაცემებს რაც შეეხება – 6 ინფიცირებულიდან ერთი არასრულწლოვანია. დანარჩენი კი ასაკობრივი ჯგუფია, დღეს და გუშინ ჩატარებული ეპიდ.კვლევის შედეგად 148 პირია მოძიებული ქობულეთის კლასტერიდან შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს შემთხვევები“,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ
აჭარაში დღეის მონაცემებით 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაინფიცირებულთა შორის ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები