დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით აშშ-ის დაზვერვის მოხსენებაზე ინფორმაცია “ფეიკნიუსად” შეაფასა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის დაზვერვა ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდა თეთრ სახლსა და პენტაგონს უხანში დაუდგენელი ვირუსის შესახებ – “ფეიკნიუსია”.

ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“ეს ABC News-ის ყალბი ინფორმაციაა. იცოდნენ, რომ ცდებოდნენ, როდესაც ამ მოგონილ ისტორიაზე წერდნენ!”, – დაწერა ტრამპმა.

ABC New-მა შესაბამისი შინაარსის ინფორმაცია 8 აპრილს საიდუმლო მასალებს გაცნობილ ოთხ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ტელეკომპანია აღნიშნავდა, რომ შესაბამისი ანგარიში მოპოვებული კომპიუტერული და სხვა ტიპის შეტყობინებებზე დაყრდნობით, ასევე, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მეშვეობით მომზადდა.

“ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნული შესაძლოა, კატასტროფული ხასიათის მქონე მოვლენა იყოს”, – ამბობს ერთ-ერთი წყარო. მისი თქმით, დასკვნის შესახებ არაერთხელ იქნა გაფრთხილებული თეთრი სახლი, პენტაგონი, შტაბების გაერთიანებული კომიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები