საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 216-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის 216 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე.​
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4722 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები