ნუკრი ქანთარია: როგორც ყოველთვის, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სადარაჯოზე დგას

“მავანთა კითხვაზე – სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია: საქმეს აკეთებს, საქმეს და შენ და ქვეყანას ეხმარება”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვას.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე დგას.

“როგორც ყოველთვის, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის სადარაჯოზე დგას, ამჯერადაც, ამ ძნელბედობის ჟამს, უპრეცენდენტო ქველმოქმედებით შეეწია ის ჩვენი ქვეყნის საყოველთაო გაჭირვებას. მავანთა კითხვაზე – სად არის ბიძინა? პასუხი მარტივია: საქმეს აკეთებს, საქმეს და შენ და ქვეყანას ეხმარება”, – წერს ნუკრი ქანთარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები