საგარეჯოს მერიის ინიციატივით, ადგილობრივებს ქართული წარმოების პირბადეები გადაეცათ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს, რომელებიც არსებული რეჟიმის მიუხედავად, საქმიანობას განაგრძობენ, ქართული წარმოების პირბადეები დაურიგეს და ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგარეჯოს მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ეთნიკურ სოფლებში ადგილობრივებს აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ფლაერები გადაეცათ, სადაც მშობლებისთვის დაწვრილებით იყო აღწერილი ინფოაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან ბავშვები და მოზარდები ვირუსის საფრთხისგან.