ლევან გოფოძე: დღეს, დაახლოებით, 25 პაციენტს ჩაუტარდება კორონავირუსზე კვლევა, შედეგები ხვალ გვეცოდინება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფ, დაახლოებით, 25 პაციენტს კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდება, პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ 60 პაციენტი იმყოფება.

“ამ წუთისათვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 60 პაციენტი იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანზე ნეგატიური შედეგი მივიღეთ.

დღეს, დაახლოებით, 25 პაციენტს ჩაუტარდება ტესტი და მათი კვლევის შედეგი ხვალ გვეცოდინება”, – განაცხადა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები