„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჩაატარა

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ, ზესტაფონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა.
ქუჩების მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ დაგვისა და გადამრეცხი უნივერსალური მექანიკური ავტომობილებით ხორციელდება და ამისთვის კომპანიის დასუფთავების სამსახურიდან, ჯამურად, 10-კაციანი ბრიგადა გამოიყო.
სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში, „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებიც არიან ჩართულები.
„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურმა ქუჩების სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები ჭიათურაშიც განახორციელა. ასევე, კომპანიის მიერ სამომავლოდ ანალოგიური პრევენციული ღონისძიების გატარება კვლავ არის დაგეგმილი.„მეამაყება ის, რაც ჩემს ქალაქში ხდება და, ასევე, მეამაყება ის, რომ იმ კომპანიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით უდგება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხსა და, აგრეთვე, იმ სოციალურ პროექტებს, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ.
სადეზინფექციო ხსნარებით ქუჩების მორეცხვის სამუშაოები ემსახურება იმას, რომ როგორც ქვეყანაში, ისე ზესტაფონში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებას მაქსიმალურად შევეცადოთ”, – თქვა ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა.
„ჯორჯიან მანგანეზი” კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო და მომრეცხ სამუშაოებს ზესტაფონშიც ახორციელებს. ჩვენ საჭირო სპეცტექნიკა და სპეციალურად გამოყოფილი ბრიგადა მობილიზებული გვყავს, რათა სამუშაოები ხარისხიანად ვაწარმოოთ.
„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს”, – ამბობს „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსი, გიორგი ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები