“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ 13 პაციენტს კორონავირუსზე კვლევა დღეს ჩაუტარდება”
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტის, ნინო ალხაზიშვილის განცხადებით, დღეს მათ კლინიკაში მყოფ 13 პაციენტს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდება.
მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს.
„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში მკურნალობს 55 პაციენტი, აქედან 13 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ამ 13 პაციენტიდან 5-თან არის პნევმონია, ანუ შედარებით საყურადღებო პაციენტები არიან, მაგრამ 1 განსაკუთრებით საყურადღებო და მძიმეა. ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებულია 5 მცირეწლოვანი პაციენტი და მათი მდგომარეობა საყურადღებოა. დღეს კორონავირუსზე კვლევა 13 პაციენტს ჩაუტარდება”,- განაცხადა ნინო ალხაზიშვილმა.