აშშ-ს საელჩო: ქართველი ხალხისთვის თავგანწირვა უცხო არ არის, დღეს პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა
“ეროვნული ერთიანობის დღის 31-ე წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა”, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით ავრცელებს.
“ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა”,- ნათქვამია განცხადებაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 31 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა და გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წელს კი 9 აპრილი “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ” გამოცხადდა.