გიორგი ფხაკაძე: ახლა რაც ხდება საქართველოში, ეკონომიკურად თუ ფინანსურად, თუ სხვა ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში, ეს გადაწყვეტილება იყო სწორი ყველანაირად

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „ვახო სანაიას დღის ამბებში“ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას და განაცხადა, რომ კორონავირუსთან მიმართებაში ამჟამად არსებული დაბალი ციფრები არის ძალოვნების და მთავრობის დამსახურება.

„ეს, ახლა რაც ხდება საქართველოში, ეკონომიკურად თუ ფინანსურად, თუ სხვა ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში, ეს გადაწყვეტილება იყო სწორი ყველანაირად. მე მინდა ვთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ მისცა საშუალება ჩვენი სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემას მომზადებულიყო სათანადოდ. მე კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადო ჩვენს პოლიციას, ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთლიანად, სასაზღვრო დეპარტამენტს, რომლებმაც, პრაქტიკულად, მართლაც გმირულად შეასრულეს ეს საქმე და პრაქტიკულად, ის დაბალი ციფრები, რომლებიც ამჟამად, დღევანდელ დღეს რაც გვაქვს საქართველოში, მოდით, ასე ვთქვათ, რეალურად, ეს არის დამსახურება ჩვენი ძალოვნების და ჩვენი მთავრობის“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები