არჩილ თალაკვაძე: ხდება იმდენი ადამიანის ჩამოყვანა, რამდენის მიღების შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას ისე, რომ დაცული იყოს თითოეულის უსაფრთხოება

„რეისების ორგანიზება ხდება ყოველ კვირეულად და ხდება იმდენი ადამიანის ჩამოყვანა, რამდენის მიღების შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას ისე, რომ დაცული იყოს თითოეულის უსაფრთხოება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ თვითმფრინავების რაოდენობაზე და რეისების დაფინანსებაზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

კოვიდ 19-თან და ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.

„ცუდია, რომ ყოფილი პრეზიდენტი აქამდე ვერ გაერკვა, თუ არ გაერკვა ვითარებაში, რომ პანდემიიდან გამომდინარე, საკითხი აქ უკავშირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უსაფრთხოების პრინციპებს და არამხოლოდ თვითმფრინავების რაოდენობას და რეისების დაფინანსებას. ყველა ქვეყანა აბრუნებს თავის მოქალაქეებს ისე, რამდენადაც აქვს ამის მზადყოფნა და ამას აკეთებს ისე, რომ სხვა მოქალაქეებს არ შეუქმნას საფრთხე. საქართველოს ამ მომენტში 5 ათასზე მეტი მოქალაქე ჰყავს დაბრუნებული საზღვარგარეთიდან და თუ შეადარებთ სხვა ქვეყნის მონაცემებს, მოსახლეობაზე გადათვლით, ნახავთ, რომ ერთ-ერთი ის ქვეყანა ვართ, რომელმაც ყველაზე მეტი თავისი მოქალაქე დააბრუნა ამ რთულ პერიოდში სამშობლოში. თუ ვინმეს უნდა, რომ ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენოს, ძალიან მკაფიო პასუხი გავეცით – ქველმოქმედებისთვის არსებობს სოლიდარობის ფონდი კორონავირუსის წინააღმდეგ და თუ დახმარება უნდათ, შეუძლიათ თანხა იქ ჩარიცხონ”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ პანდემიის პირობებში, მოქალაქეთა სამშობლოში ჩამოყვანა მთელი რიგი ეპიდემიოლოგიური და საორგანიზაციო ღონისძიებების გატარებას უკავშირდება.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები