ბოლნისის მერი საკუთარი ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ ჟორჟოლიანი უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.
“ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას, მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიებას დროულად ახორციელებს, აუცილებელია საჯარო მოხელეებმა მოქალაქეთა მიმართ სოლიდარობა გამოვიჩინოთ, ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ინიციატივას შევუერთდე და სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასის 1/3 გადავრიცხო. ვფიქრობ, ამ გამოწვევას ჩვენ უმოკლეს დროში ერთად დგომითა და გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით აუცილებლად გავუმკლავდებით“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.