თბილისში მეხანძრე-მაშველებმა 3 მუშა ნანგრევებიდან ამოიყვანეს
თბილისში მეხანძრე-მაშველებმა 3 მუშა ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა.
“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩაზე შენობის კედელი ჩამოინგრა და ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ.
შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა.
მეხანძრე-მაშველებმა ისინი ნანგრევებიდან მალევე ამოიყვანეს. სამივე მათგანი კონტაქტურია და მსუბუქად არიან დაშავებული.
მუშებს პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.