თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი 86 წლის ქალის ორი შვილი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, გამოჯანმრთელდნენ და კლინიკიდან დღე-დღეზე გაეწერებიან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი 86 წლის ქალის ორი შვილი ამ დრომდე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
მისივე თქმით, ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ და კლინიკას უახლოეს მომავალში დატოვებენ.
„გარდაცვლილი ქალი 86 წლის იყო. ეს იყო, სავარაუდოდ, ყველაზე მძიმე შემთხვევა, რაც საქართველოს სინამდვილეში ეპიდემიის გაჩენიდან ყოფილა. რომელ კლასტერს მიეკუთვნებოდა, ეს რომ გითხრათ, ახლოს იქნება პერსონალური ინფორმაციის გავრცელებასთან, რადგან ყველამ იცის ეს კლასტერი. იყო ოჯახური შემთხვევა, მისი ორი შვილი ჩვენს კლინიკაში იწვა. ისინი გამოჯანმრთელდნენ და დღე-დღეზე გაეწერებიან. ქალი დღეს, დაახლოებით, ორ საათზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ცერცვაძემ.