თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა გახარიამ თავის ხელში აიღო პრეკრიზისული სიტუაციის მართვა და მისი ინტერვენციები აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური

“ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური.

„ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ. მხედველობაში მაქვს ეპიდემიოლოგები და ექიმები, ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც მთავარ როლს თამაშობს და საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერმინისტრი, ბატონი გახარია, რომელმაც გარკვეული დროის წინ თავის ხელში აიღო პრეკრიზისული სიტუაციის მმართველობა და მისი ინტერვენციები აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური. ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც ვერ ან არ გააკეტა ევროპის ვერცერთმა სახელმწიფომ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები