თენგიზ ცერცვაძე: საქართველოს კორონავირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილი უკავია
“მინდა, გითხრათ ძალიან საინტერესო ფაქტი, საქართველოს კორონავირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი. პირობითად, ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა აქვს ჯუჯა სახელმწიფოებს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობით 109-ე ადგილი უკავია.
“მინდა, გითხრათ ძალიან საინტერესო ფაქტი, საქართველოს კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალების რაოდენობის მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან უკავია 50-ე ადგილი. პირობითად, ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა აქვს ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი. ჩვენზე მეტი ჰყავს დანარჩენ 50 ქვეყანას. არაფერს ვამბობ ევროპის წამყვან ქვეყნებზე.
მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებითა და სიკვდილიანობით 109-ე ადგილი უკავია და ჩვენს უკან არიან ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება ჩვენ, ალბათ, არც კი ვიცით”, – განაცხადა ცერცვაძემ.