“კორონავირუსისგან 45 გამოჯანმრთელებული ადამიანი ძალიან დიდი მაჩვენებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, სადაც სულ 195 შემთხვევაა დადასტურებული”
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსისგან 45 გამოჯანმრთელებული ადამიანი ძალიან დიდი მაჩვენებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, სადაც სულ 195 შემთხვევაა დადასტურებული.
მისივე თქმით, 35 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა, დანარჩენი პაციენტები კი ქვეყნის სხვა კლინიკებში.
“ამ მომენტისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან მხოლოდ 3 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, სადაც სულ 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 35 ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა დანარჩენი სხვა კლინიკებში”, – განაცხადა ცერცვაძემ.