ცაგერში ხარების სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ხარების სადღესასწაულო წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, რომელსაც ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე აღავლენს.
მრევლისთვის, რომელსაც სურვილი აქვს, წირვას დაესწროს, დამონტაჟებულია გამახმოვანებელი აპარატურა. ეზოში მყოფი მომლოცველები კი ნიღბებითა და სოციალური დისტანციის დაცვით ცდილობენ, ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება ბრწყინვალე ქრისტიანული დღესასწაულია, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს აღნიშნავს და იგი 12 საუფლო დღესასწაულთაგანია. მომდევნო დიდი ქრისტიანული დღესასწაულია ბზობა (უფლის შესვლა იერუსალიმში). ბზობა აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, 12 აპრილს აღინიშნება. ხოლო 19 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს – უფლის აღდგომას აღნიშნავს.