COVID-19-ის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მონიტორინგი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს დაევალა

მთავრობის 221-ე დადგენილების თანახმად, COVID-19-ის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს დაევალა.

შემოწმების უფლება აქვთ:

“ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს, სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებები.

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების უფლებამოსილი პირები. თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად”, – ნათქვამია დადგენილებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები