საფრანგეთში მეძავები პრეზიდენტს დახმარებას სთხოვენ
საფრანგეთში სექსბიზნესში დასაქმებული ადამიანების ასოციაცია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს საგანგებო ფონდის შექმნის წინადადებით მიმართავს, რათა მოხდეს კორონავირუსის შედეგად ინდუსტრიის დაზარალებული თანამშრომლების ფინანსური დახმარება.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
წერილში ნათქვამია, რომ კარანტინის დაწყებიდან სექსუალური ინდუსტრიის თანამშრომლები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
“საჭიროა საგანგებო ფონდის შექმნა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მათთვის შემოსავლების წყარო შეიძლება, გახდეს. ეს ფონდი ერთადერთი გადწყვეტილება გახდება, რომელიც სექსმუშაკების რისკებს შეამცირებს. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია”, – ნათქვამია წერილში.
ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ გამომდინარე იქედან, რომ მეძავებს კარანტინის გამო მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ, ისინი შემოსავლების გარეშე დარჩნენ.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთში მეძავების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს თვითდასაქმებულის სტატუსი, რომელიც მათ სახელმწიფოსგან დახმარების სახით 1500 ევროს მიღების შესაძლებლობას ანიჭებს.