აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ხელფასების ნაწილის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვაზე „ქართული ოცნების” ინიციატივას უერთდება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უერთდებიან „ქართული ოცნების” ინიციატივას და სახელფასო ანაზღაურებიდან თანხის ნაწილს კორონოვირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ.
ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გვერდზე გავრცელდა.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ. აფხაზეთის მთავრობის პარალელურად, სოლიდარობის აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთვება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით, მაქსიმუმი გავაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში”, – განაცხადა რუსლან აბაშიძემ.