მარინა ეზუგბაია: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  მათ საავადმყოფოში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღის განმავლობაში სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე პაციენტი შეემატება.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ჯამში 36 ადამიანია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული.

“დღეს 170 დადასტურებული შემთხვევა გვყავს, აქედან გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი. 25 არის ჩვენი გამოჯანმრთელებული პაციენტი. ჩვენივე გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ალბათ დღის განმავლობაში შეემატება კიდევ რამდენიმე პაციენტი. დღეს დილას ჩატარდება ტესტირება და მათი შედეგების მიხედვით საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას.

ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები