ანდრია ჯაღმაიძე: ვინც ფრთხილობს, ვუთხარით, რომ დარჩნენ სახლში და ჩვენ მივალთ იქ მათ საზიარებლად
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანლის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მრევლის გარკვეული ნაწილი, ვინც კორონავირუსის გამო სახლში რჩება, არ არღვევს სარწმუნოებრივ მრწამსს.
მისივე განცხადებით, მათი მხრიდან არის შეთავაზება, რომ მათთან მივიდნენ სასულიერო პირები და იქ აზიარონ.
“ბევრ ადამიანს ვუთხარით, რომ დარჩნენ სახლში, მათ შორის იმათ, ვინც ფრთხილობს და ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეკლესიაში დასნებოვნდეს. ვუთხარით, რომ დარჩით, ჩვენ მოვალთ სახლში და იქ გაზიარებთ.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ მათ არ ვეუბნებით, რომ ისინი არღვევენ რაიმე სარწმუნოებრივ მრწამსს”, – აღნიშნა დეკანოზმა.