საქართველო ე.წ. არჩევნებს მთიან ყარაბაღში არ აღიარებს

ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს მთიან ყარაბაღში საქართველო არ აღიარებს.

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და არ აღიარებს 31 მარტის ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს მთიან ყარაბაღში.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ქართული მხარე უწერს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დაცვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები