“მადლობა ექიმებს” – ბათუმის ქუჩებში ახალი სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

კორონავირუსის წინააღმდეგ თავდაუზოგავი შრომისთვის ექიმებს მადლობას ბიზნესსექტორიც უხდის. ბათუმში რამდენიმე ადგილას სამშენებლო კომპანია ,,ორბი ჯგუფის“ სარეკლამო ბანერები გამოჩნდა, სადაც ექიმებისადმი მადლიერებაა გამოხატული.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ბათუმში მედიკოსი დაინფიცირდა. მას ვირუსი იმ პაციენტისგან გადაედო, რომელიც ანალიზის აღებაზე უარს აცხადებდა. დაინფიცირებული ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მას 37 გრადუსამდე ტემპერატურა და მსუბუქი პნევმონია აღენიშნება. იგი მკურნალობას ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში გადის.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 27 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი  319 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები