ცერცვაძე: შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე – ევროპის ქვეყნებში, იქნება ათეულები, მაგრამ არა – ასეულები, ათასეულები

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა იქნება ათეულები, მაგრამ არა ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები. ამის შესახებ მან „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
„ამას თავიდანვე ვამბობდით, რომ შემთხვევათა რიცხვი მოიმატებს, მაგრამ ეს იქნება ბევრად ნაკლები, ვიდრე – ევროპის სხვა ქვეყნებში. იქნება ათეულები, მაგრამ არა – ასეულები, ათასეულები და ათეულ ათასეულები“, –  განაცხადა ცერცვაძემ.
მისი თქმით, კლინიკებში მდგომარეობა სტაბილური და კარგია.
„ჩვენი კლინიკები გამართულად მუშაობენ. მათ რესურსი საკმარისი აქვთ. ჯერ „კოვიდ 19-სთვის“ უკვე გამოყოფილი საწოლების რაოდენობა, დაახლოებით, 450-ია. ამიტომ, კლინიკები ჯერ სერიოზული რეზერვით მუშაობენ.
არსებობს გეგმა „ბე“ და გეგმა „ცე“, რომელიც უკვე 1 000, 2 000 და 3 000 საწოლის გამოთავისუფლებას გულისხმობს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები