გიორგი გახარია: “ქართული ოცნების” ინიციატივა ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან ფონდში გადარიცხვის თაობაზე სოლიდარობის მნიშვნელოვანი აქტია

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინიციატივა სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტია.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში.

„მინდა, გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ ინიციატივას პოლიტიკოსების მხრიდან ისევე, როგორც – პარლამენტარების მხრიდან, მთავრობის მხრიდან, მათი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურებიდან შესაბამის ფონდში გადარიცხვების თაობაზე და, რა თქმა უნდა, მივივნევ, რომ ეს არის სოლიდარობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მასობრივი მოძრაობა არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წარმომადგენლების. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, როგორ იქმნება სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ძლიერდება ქვეყანა მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები